logo_geo
eng_logo
თინათინ ვარდანაშვილი: ძალიან მინდოდა კინოში გადაღება
- +

14 ივნისი. 2016. 15:37



თინათინ ვარდანაშვილი პროფესიით მსახიობი არ ყოფილა, მაგრამ მის მიერ განსახიერებული როლი - ხათუნა, ფილმში „როცა აყვავდა ნუში", ყველას კარგად ახსოვს. რეჟისორმა ლანა ღოღიბერიძემ ის სკოლიდან შეარჩია.


ზურა ყიფშიძის პარტნიორად მარინა ჯანაშიაც განიხილებოდა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი თინათინის სასარგებლოდ დამთავრდა.


ფილმი 1972 წელს გამოვიდა ეკრანზე.



„მაშინ ხშირად დადიოდნენ რეჟისორები სკოლებში და ეძებდნენ პერსონაჟებს. მეც ასე ამარჩიეს. ძალიან გამიხარდა, სინჯზე მივედი, 16 წლის ვიყავი. ძალიან მინდოდა კინოში გადაღება. სამი თვე არავინ გამომხმაურებია. მერე გავიგე, რომ გადაღებები დაიწყეს და როლზე მარინა ჯანაშია დაამტკიცეს. გული დამწყდა, მაგრამ რას ვიზამდი? დიდი ხნის შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს, დამირეკეს და მითხრეს - სასწრაფოდ გამოცხადდი კინოსტუდიაში,  გადაღებებს თავიდან ვიწყებთ და მთავარ როლზე ხარ დამტკიცებულიო" , - იხსენებდა თინათინი ერთ-ერთ ინტერვიუში.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner