საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოები საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსის (ჩOVID-19) გავრცელების საწინააღმდეგოდ ადგილსამყოფელ ქვეყნებში დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიან.
როგორც ცნობილია, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ ვირუსის გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით, შემოიღო საგანგებო რეჟიმი, რაც გულისხმობს მთელ რიგ შეზღუდვებს სხვადასხვა მიმართულებით. საქართველოს საელჩოები ყველა იმ ქვეყანაში, სადაც დაწესებულია საგანგებო რეჟიმი და შეზღუდვები, საქართველოს მოქალაქეებისთვის აქვეყნებენ შესაბამის გაფრთხილებებს.
რეკომენდაციები უკვე გამოქვეყნდა შესაბამის ქვეყნებში საქართველოს საელჩოების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე და სოც-ქსელებში:
საქართველოს საელჩო ავსტრალიაში: http://e.gov.ge/ijQcO
საქართველოს საელჩო ავსტრიაში: http://e.gov.ge/tRKqg
საქართველოს საელჩო ბელგიაში: http://e.gov.ge/UHrwF
საქართველოს საელჩო აშშ-ში: http://e.gov.ge/wOjBi