დღეიდან ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შსს-ს ერთიანი მომსახურების ცენტრი მოქალაქეთა დისტანციურ მომსახურებაზე გადადის. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დღეიდან, ერთიანი მომსახურების ცენტრებში (თბილისი, რუსთავი) არსებული 50-მდე სერვისით სარგებლობას მოქალაქეები შეძლებენ სატელეფონო ცენტრთან დაკავშირებით და ასევე ელექტრონული ვებ გვერდის მეშვეობით.
„16 მარტიდან ერთიანი მომსახურების ცენტრებში (თბილისი, რუსთავი) არსებული 50-მდე სერვისით სარგებლობას მოქალაქეები შეძლებენ სატელეფონო ცენტრთან (241 42 42) დაკავშირებით და ასევე, ელექტრონული ვებ გვერდის (police.ge) მეშვეობით.
საპატრულო პოლიციის ჯარიმებთან დაკავშირებული დისტანციური სერვისები: ჯარიმებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება-მიღება; ადმინისტრაციული ჯარიმების გასაჩივრება; ქვითრის გადაუხდელობის გამო მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა; ალკოჰოლური სიმთვრალის საფუძველზე მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა; ჯარიმაზე ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება; გადახდილი ჯარიმის სტატუსის შეცვლა; ბაზაში კორექტირების შეტანა (ქვითრის დინების ვადის შეჩერება და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო წარმოების შეწყვეტა); ცნობების მიღება; მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება
საპატრულო პოლიციის ნებართვებთან დაკავშირებული დისტანციური სერვისები: არა გაბარიტული/ზენორმატიული სატრანსპორტო საშუალების მოძრაობაზე ნებართვის მიღება; გზებზე სამუშაოს წარმოებაზე ნებართვის მიღება; სპეცტექნიკის განთავსებაზე ნებართვის მიღება; გათხრით სამუშაოებზე ნებართვის მიღება; სამშენებლო დამცავი ღობის მოწყობაზე ნებართვის მიღება; სპეციალური სიგნალების დაყენება/გამოყენებაზე ნებართვის მიღება; სადაზღვევო კომპანიებზე საქმისწარმოების მასალის მიღება; რეაგირების ოქმის მიღება; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის საქმისწარმოების მასალის მიღება; ვიდეო ჩანაწერის მიღება; საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
ჯარიმების სტატუსის შესამოწმებლად და ჯარიმის გადასახდელად შეგიძლიათ ეწვიოთ police.ge-ს.
საკონტაქტო ინფორმაცია: 2414242; Police.ge; Patrolinfo@mia.gov.ge“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.