„ვუთხრათ ჩვენს მთავრობას, რომ ჩვენ, როგორც ერთი, მზად ვართ დავეხმაროთ, ჩვენს თავს და ჩვენს სამშობლოს და გავხდეთ მსოფლიოში სანიმუშო ქვეყანა!“ - ამის შესახებ პიარ-ტექნოლოგი და ჟურნალისტის ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეუნებს.
„ახლა ძალიან სერიოზულად! ვირუსთან ბრძოლოს ორი ვარიანტი არსებობს!
ბრიტანულ-შვეიცარული, როდესაც მეცნიერები და ექიმები უარს ამბობენ აღრიცხვიანობაზე, პანიკაზე და ამბის გაზვიადებაზე, რადგან თვლიან, რომ ჯობია, ადამიანის ორგანიზმი შეებრძოლოს ამ ვირუსს და დაძლიოს. ამასობაში ორგანიზმი გამოიმუშავებს მდგრადობას და იმუნიტეტს!
ცხადია, საფრთხე ექმნებათ რისკ ჯგუფებს (80-ს გადაცილებულები და ქრონიკული დაავადებების მატარებლები).
ან რუსული მოდელი - ქვეყნის სრული იზოლაცია და ვირუსის დამარცხება!
ასე მაგალითად, 1959 წელს ცნობილმა რუსმა მხატვარმა ალექსეი კოკარეკინმა ინდოეთიდან მოსკოვში ვარიოლა ვარა (შავი ყვავილი) შემოიტანა. ეს დიაგნოზი დასვა პათოლოგანატომმა, როდესაც ცნობილი მხატვრის ცხედარი გაკვეთა.
მაშინ ხრუშჩოვმა გასცა ბრძანება, იზოლაციაში გამოემწყვდიათ თვითმფრინავის ეკიპაჟიდან და მგზავრებიდან დაწყებული, ყველა, ვისთანაც ალექსეიმ მოასწრო კონტაქტი. მათ შორის საყვარელი და ოჯახის წევრები.
ამუშავდა „კაგებე“, პოლიცია და ჯარი.
ვირუსის გავრცელების ჯაჭვი შეიკრა და მალევე დამარცხდა მე-20 საუკუნის შავი ჭირი ისე, რომ არ მოედო მთელ საბჭოეთს და მათ შორის საქართველოს.
შემდეგ ვაქცინაც გამოიგონეს, ამიტომაც გვაქვს ყველას მარცხენა მკლავზე „ნიშანი“.
მე საბჭოური მოდელი უფრო მიზიდავს. მითუმეტეს პატარა ქვეყანა ვართ და უფრო ხელმისაწვდომია კონტაქტების გამოვლენა.
მაშინ უნდა ვუთხრათ ჩვენს მთავრობას, რომ ჩვენ, როგორც ერთი, მზად ვართ დავეხმაროთ, ჩვენს თავს და ჩვენს სამშობლოს და გავხდეთ მსოფლიოში სანიმუშო ქვეყანა!
თუ საჭიროა სრული იზოლაცია და საგანგებო მდგომარეობა, ამაზეც თანახმა ვართ!“ - წერს ლალი მოროშკინა.