logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: „თიბისი ბანკმა“ სესხი კი არ გადაავადა, სესხზე სესხი დაუმატა, ეს არის აფიორა, სპექტაკლი!
- +

16 მარტი. 2020. 16:11

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ფეისბუქ-პოსტში წერს, რომ „თიბისი ბანკმა“ სესხებზე ვადის გადაწევის ნაცვლად, სესხზე სესხი დაუმატა.

 

„თიბისი“ –  თქვენ სესხი კი არ გადაავადეთ, მოატყუეთ ხალხიც, მთავრობაც და, უბრალოდ ვადის გადაწევის ნაცვლად, კლიენტებს ავტომატურ რეჟიმში, თუ უარის თქმას ვერ მოასწრებენ, სესხზე სესხს უმატებთ.

 

სინამდვილეში რა გააკეთეს: 3 თვით გადაგიწევენ სესხის დაფარვის ვადას. ანუ თუ ამთავრებდით დაფარვას 2022 წლის იანვარში, დაამთავრებთ მარტში. ამავე დროს ამ 3 თვის გადავადების გამო არგადახდილ პროცენტს გადაგინაწილებენ და 2022-ის მარტამდე დამატებით გადაიხდით. სესხის ხანგრძლივობა იგივე გრჩებათ. გადასახდელ თანხაზე გიმატებენ ამ 3 თვის გადავადების გამო დარიცხულ პროცენტს. ფაქტიურად, გვაჯარიმებენ. უფრო სწორად, სესხზე სესხს გვიმატებენ. რაც ახლა გააკეთეს, თითქოს სოლიდარობის აქცია, ესაა აფიორა. ამის გაკეთება სპექტაკლის გარეშეც შეეძლოთ, ყველა მომხმარებელთან ინდივიდუალურად.

 

უნდა ყოფილიყო ორიდან ერთერთი ვარიანტი:

 

  1. ან უბრალოდ 3 თვით უნდა გადაეწიათ გრაფიკი, ანუ 3 თვით გვიან დაამთავრებდით დაფარვას.

 

  1. ან ამ 3 თვის შესატანი თანხები უნდა გადაენაწილებინათ დარჩენილ თვეებზე ბოლო თვის გადაწევის გარეშე.

 

ამათ გრაფიკიც გადაწიეს 3 თვით და 3 თვის პროცენტიც გადაანაწილეს.

 

ვისაც არ გჯერათ, წაიკითხეთ ქვემოთ 7,8,9 პუნქტები:

 

„თიბისის“ მომხმარებლები სესხებზე საშეღავათო პერიოდით – 30 ივნისის ჩათვლით სესხების გადავადებით ისარგებლებენ. საშეღავათო პერიოდი 13 მარტიდან დაიწყო და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ორშაბათიდან კი მომხმარებლები სესხის გადავადების პირობებთან დაკავშირებით შეტყობინებას „თიბისის“ დისტანციური არხებით მიიღებენ.

 

  1. ვის შეეხება საშეღავათო პერიოდი? ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ვინც „თიბისი ბანკში“ ამჟამად სარგებლობს საკრედიტო პროდუქტებით;

 

  1. რომელ პროდუქტებს შეეხება? საშეღავათო პერიოდი შეეხება შემდეგ საკრედიტო პროდუქტებს: • იპოთეკური სესხები • სამომხმარებლო სესხები • სასწრაფო სესხი • ავტო სესხები • განვადება • საკრედიტო ბარათები • ოვერდრაფტი • ლომბარდი • სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს და აგრო სესხები;

 

  1. რამდენ ხანს გაგრძელდება საშეღავათო პერიოდი? ანუ რამდენი გადახდა არ უნდა გადავიხადო ბანკში? საშეღავათო პერიოდი გაგრძელდება 30 ივნისის ჩათვლით და შეეხება არაუმეტეს სამი გადახდის გადავადებას;

 

  1. როდიდან დაიწყება საშეღავათო პერიოდი? საშეღავათო პერიოდის ჩართვა 2020 წლის 13 მარტიდან დაიწყო;

 

  1. თუ გადახდა მიწევს დღეს ან მომდევნო კვირაში, რა მოხდება? ყველა იმ მომხმარებელს, ვისაც სესხის გადახდა უწევდა 13 მარტიდან, შეეძლება ისარგებლოს საშეღავათო პერიოდით;

 

  1. გამეზრდება თუ არა სესხის პროცენტი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემთხვევაში? არა, სესხის საკონტრაქტო განაკვეთები არ შეიცვლება.

 

  1. გამეზრდება თუ არა სესხის ვადა? დიახ, სესხის ვადა გაიზრდება გრაფიკიანი სესხების შემთხვევაში + საშეღავათო პერიოდი;

 

  1. გამეზრდება თუ არა ყოველთვიურად გადასახდელი თანხა? ყოველთვიური გადასახდელი თანხა მცირედით გაიზრდება საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, რადგან ბანკი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში გადასახდელი თანხის და დარიცხული პროცენტის გადანაწილებას ახდენს სესხის დარჩენილ ვადაზე;

 

  1. საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მოხდება თუ არა პროცენტის დარიცხვა? დიახ, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, სესხის ძირითად თანხაზე გაგრძელდება პროცენტის დარიცხვა, რომლის გადანაწილება მოხდება საშეღავათო პერიოდის შემდგომ, სესხის დარჩენილ ვადაზე;

 

  1. პროცენტზე პროცენტი ხომ არ დამერიცხება? არა, პროცენტზე პროცენტის დარიცხვა არ ხდება;

 

  1. რამდენიმე სესხი თუ მაქვს, შემიძლია თუ არა, ავირჩიო, რომელზე გავრცელდეს საშეღავათო პერიოდი და რომელზე არა? ფიზიკური პირის სესხების შემთხვევაში არ იქნება შესაძლებელი სესხების არჩევა, საშეღავათო პერიოდი ჩაირთვება ან ყველა საკრედიტო პროდუქტზე, ან მომხმარებლის უარის შემთხვევაში – არც ერთზე; ბიზნეს სესხების და სტატუს მომხმარებლების შემთხვევაში მოხდება ინდივიდუალური განხილვა;

 

  1. თუ არ მინდა საშეღავათო პერიოდით სარგებლობა და სესხის ვადის გახანგრძლივება? შესაძლებლობა გექნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ან ბანკის დისტანციური არხებით დააფიქსიროთ უარი საშეღავათო პერიოდით სარგებლობასა და სესხის ვადის გახანგრძლივებაზე, მას შემდეგ, რაც ბანკისგან მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას; შეტყობინებების გაგზავნა მომხმარებლებთან დაიწყება 16 მარტიდან ეტაპობრივად;

 

  1. ვინც უკვე სარგებლობს საშეღავათო პერიოდის აქციით, გავრცელდება თუ არა მათზე საშეღავათო პერიოდი? თუ მიმდინარე სესხზე საშეღავათო პერიოდი გრძელდება ივნისის ჩათვლით, ამ შემთხვევაში დამატებით საშეღავათო პერიოდის ჩართვა არ მოხდება (მაგ: სესხი აღებული გაქვთ 2020-ის თებერვლის თვეში, რომელზეც ვრცელდებოდა 6-თვიანი საშეღავათო პერიოდი, ანუ პირველი გადახდა სესხზე უნდა გაგეკეთებინათ ივლისის თვეში, ასეთ შემთხვევაში დამატებითი საშეღავათო პერიოდის ჩართვა აღარ მოხდება); ხოლო თუ მიმდინარე სესხზე საშეღავათო პერიოდი ნაკლებია, ვიდრე ბანკის ამჟამად გამოცხადებული პირობა, ასეთ შემთხვევაში საშეღავათო პერიოდის გაგრძელება მოხდება 30 ივნისამდე, არაუმეტეს მომდევნო სამი გადახდის გადავადებისა (მაგ: სესხი აღებული გაქვთ 2020 წლის იანვარში 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით და პირველი გადახდა გიწევდათ აპრილის თვეში, ასეთ შემთხვევაში თქვენს საშეღავათო პერიოდს დაემატება +2 თვე);

 

  1. როგორ გაიგებს მომხმარებელი თარიღის გადაწევის შესახებ? 16 მარტიდან ეტაპობრივად მომხმარებლები მიიღებენ შეტყობინებას, საშეღავათო პერიოდის ჩართვასთან დაკავშირებით. 20 მარტამდე მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, უარი თქვან საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე, ხოლო ვინც უარს არ განაცხადებს, ავტომატურად ჩაერთვებათ საშეღავათო პერიოდი;

 

  1. რა პროცესით მოხდება საშეღავათო პერიოდის ჩართვა? ფიზიკური პირების შემთხვევაში საშეღავათო პერიოდის გააქტიურება მოხდება ავტომატურად, გარდა იმ პირებისა, ვინც უარს იტყვის“, – წერია „თიბისი ბანკის“ განცხადებაში.

 

„არა მარტო „თიბისი“, ყველა ბანკი, რომელმაც ეს სამთვიანი ვითომ შეღავათი გამოაცხადა, ყველა ერთსა და იმავეს გვატყუებს. არადა, წესით, მხოლოდ სესხის ვადა უნდა გაგრძელებულიყო სამი თვით… ეს სადაური შეღავათია? იქნებ მთავრობა ჩაერიოს!“, ,,მთლიანად გეთანხმები, ეს არის მორიგი საბანკო აფიორა, რასაც თქვენ წერთ მაგ ორ ვარიანტში, მაგას აკეთებენ წამყვანი ევროპული ბანკები და მესამე ვარიანტი იქნებოდა რამდენიმე სესხის შემთხვევაში ყველაზე მსხვილ სესხზე შეღავათის დაწესება ყოველგვარი პროცენტის დარიცხვის გარეშე“, „მევახშეებისგან მეტს რას უნდა ველოდოთ“, – წერენ კომენტარებში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner