logo_geo
eng_logo
კობა გვენეტაძე: მარტივი ფორმის დეპოზიტების დაზღვევა სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის
- +

14 ივნისი. 2016. 16:52



ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, მარტივი ფორმის დეპოზიტების დაზღვევა სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის, რაც მისი თქმით, ხელს შეუწყობს უფრო მეტი დეპოზიტის შესვლას კომერციულ ბანკებში.



ვფიქრობ, რომ მარტივი ფორმის დეპოზიტების დაზღვევა სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის. ეს ინიციტივა, თუკი ხორცშესხმული იქნა, ძირითადად ფოკუსირებული იქნება შედარებით მცირე რაოდენობის დეპოზიტების დაზღვევაზე. საბოლოოდ ამან ხელი უნდა შეუწყოს უფრო მეტი დეპოზიტის შესვლას კომერციულ ბანკებში", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.



„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" კანონპროექტი უკვე მომზადებულია. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ლეჟავამ და დეპოზიტების დაზღვევის სისტემის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრებმა ის კომერციული ბანკებისა და „საქართველოს ბანკების ასოციაციის" პრეზიდენტს გააცნეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner