logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ნოდარი მოვლენა იყო!
- +

16 მარტი. 2020. 17:46

 

 

 

ნოდარ დუმბაძე ოსტანკინოში

 

ეს შეხვედრა, იმ დროისთვის, ჩაითვალა ყველაზე წარმატებულად და შეიტანეს საბჭოთა ტელევიზიის ოქროს ფონდში.

 

მაშინ წესად იყო, რომ მოკავშირე რესპუბლიკების მწერალი ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ასეთი სახით საკავშირო ეკრანზე (კონკურენცია მაშინაც დიდი იყო). კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმები უმკაცრესი. მართლა ნაღდი და პოპულარული უნდა ყოფილიყავი.

 

ნოდარის პოპულარობა კი მთელ ქვეყანაში პიკზე იყო. მისი წიგნების ტირაჟები კი ფანტასტიკური. სტატისტიკა ამტკიცებდა, რომ ლენინის, პუშკინისა და მაქსიმ გორკის შემდეგ ნოდარ დუმბაძე ამ წიგნიერ ქვეყანაში ერთობ „ტირაჟირებადი“ (უკაცრავად) მწერალი გახლდათ..

 

...ჰოდა, ნოდარის ოსტანკინოურმა ფურორმა ეს წესი დაარღვია და იგი გამონაკლისად ჩაგვითვალეს.

 

რა თქმა უნდა, ამით ვისარგებლე და ცენტრალურ ტელევიზიას დიდი ირაკლი აბაშიძე შევთავაზე. დამთანხმდნენ! ბატონმა ირაკლიმაც „დახურა“ ისე, რომ ორივე ამ გადაცემის ამსახველი მასალა ყველა სოციალისტურმა ქვეყანამ წაიღო.

 

...ნოდარი მოვლენა იყო. არა მარტო შემოქმედებით!.. ზნეობრივად!.. მისი ოჯახი ნოდარის რეპუტაციის ღირსი იყო და არის. მეუღლე, შვილები თავმდაბლობის ეტალონები. ორივე ქალიშვილი, შვილიშვილები უნიჭიერესები. ყველა აკეთებს საერთო ეროვნულ საქმეს, ეწევიან წიგნის პროპაგანდას, შემოვლილი აქვთ საქართველო და მიგდებულ სოფლებშიც კი ხსნიან „წიგნის სახლებს“... არცერთი მათგანი არ გაკარებია „პუბლიცისტიკას“, პოლიტიკას, ბიზნესს, არ „უმოგზაურიათ“ სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებაში, არ გადაუგდიათ პარტნიორები, არ ილანძღებიან, არ არიან უმადურები, თანამდებობების მაძიებლები და ამის გამო არავის არსაიდან „გამოუპანღურებია“, ანუ, უტიფრად ისიც კი არ მოუთხოვიათ, რაც ეკუთვნოდათ:

 

სამაგიეროდ, სახელმწიფომ და საზოგადოებამ თავად(!) და აბსოლუტური ერთსულოვნებით(!) გადაწყვიტა მთაწმინდაზე მისი დავანება, მუზეუმის შექმნა, ქუჩისთვის სახელის მინიჭება.

 

ეს არის ღირსება!

 

ეს თვისება ბევრს აკლია და, ამ მხრივ, მაინც ბედნიერებაა, რომ უღირსების, უტიფრების, წივილ-კივილა მოპოლიტიკოსთა ფონზე, რომლებმაც საზოგადოებას ყელში ამოუყვანეს ცნობილი მწერლურ- რეჟისორულ-მეცნიერული ოჯახებიდან „წარმომავლობა“, მარტო ნოდარი და მისი მემკვიდრეები არ არიან ასეთი ღირსეულები.

 

ნოდარ დუმბაძეს გაუმარჯოს ზეციურ საქართველოში.

 

იხილეთ: https://www.facebook.com/watch/?v=470216506821374

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner