logo_geo
eng_logo
შს მინისტრის მოადგილემ შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომლებს 24-საათიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
- +

16 მარტი. 2020. 18:21

 

 

„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოქალაქეებს, რომ გამოიჩინონ, ერთი მხრივ, მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, რათა ერთიანად შევძლოთ იმ გამოწვევებთან გამკლავება, რაც გვაქვს დღეს ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, გლობალური გამოწვევაა ეს, მოგეხსენებათ და, მეორე მხრივ, მინდა, რომ მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებიც მართლა 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და მუშაობენ იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს მაქსიმალურად დაცული“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner