logo_geo
eng_logo
უეფა ჩემპიონთა ლიგის შეჩერებას აპირებს, რა ბედი ელის ევროპის ჩემპიონატს? გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი უმაყურებლოდ
- +

16 მარტი. 2020. 21:08

 

 

 

კორონავირუსის გამო თითქმის მთელი მსოფლიო ქაოსსა და გაურკვევლობაშია. ცხადია, ეს ყველაფერი ეხება სპორტსაც. იტალიაში ყველა სპორტული ღონისძიება 3 აპრილამდე შეჩერდა. ანალოგიური საფრთხე ჯერ არ არის, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაში მატჩები უმაყურებლოდ ჩატარდება, ასევე, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში.

 

 

ცალკეული კლუბების ხელმძღვანელები ითხოვენ საერთაშორისო სანაკრებო ტურნირების გაუქმებესაც. მაგალითად, "ვოლფსბურგის" აღმასრულებელი დირექტორი იორგ შმატდკე იმუქრება, რომ არ გაუშვებს თავისი კლუბის ფეხბურთელებს ნაკრებ გუნდებში...

 

 

თუ ამ პატივცემულ ბატონს სხვებმაც აუბეს მხარი, უეფა იძულებული გახდება, სანაკრებო ფეხბურთის გრაფიკსაც გადახედოს, თუმცა კი ჯერჯერობით გვარწმუნებენ, რომ ევროპის ჩემპიონატს საფრთხე არ ემუქრება.

 

 

"უეფას მჭიდრო კონტაქტი აქვს საერთაშორისო და ადგილობრივ ხელისუფლებებთან. სიტუაცია კონტროლქვეშაა და ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება ევროპის ჩემპიონატის ჩატარების ვადებში არ განიხილება", - ნათქვამია უეფას განცხადებაში.

 

 

სამაგიეროდ, რეალურად განიხილება ჩემპიონთა და ევროპალიგის მატჩების შეჩერება. ამ ინფორმაციას "სანი" ავრცელებს "რადიო კატალუნიაზე" დაყრდნობით. ჯერჯერობით, ცნობილია, რომ უმაყურებლოდ ჩატარდება "პარი სენ-ჟერმენი"-"დორტმუნდი", "ვალენსია"-"ატალანტა", "ბარსელონა"-"ნაპოლი" და "ბაიერნი"-"ჩელსი".

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner