logo_geo
eng_logo
საქართველოში ჯანმრთელი ცხოვრების წახალისების მიზნით ახალი მოძრაობა „ჩაანაცვლე“ იწყება
- +

14 ივნისი. 2016. 16:58



საქართველოში ჯანმრთელი ცხოვრების წახალისების მიზნით ახალი მოძრაობა „ჩაანაცვლე" იწყება. „ჩაანაცვლე" არის  საინფორმაციო პლატფორმა, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა შეცვალოს ყოველდღიური პროდუქტების გამოყენება ისე, რომ უფრო ჯანმრთელად იცხოვროს.


პლატფორმა დაეთმობა სხვადასხვა თემას, პირველი საკითხი, რომელიც საზოგადოების ცნობიერების გაზრდისკენ არის მიმართული, არის პლასტმასის პროდუქციის ჩანაცვლება მინით.


„მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო მეტს საუბრობენ  პლასტმასის უარყოფით გავლენაზე როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასე გარემოზე. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ნაწილი ნაწილობრივ ან მთლიანად უარს ამბობს პლასტამის პროდუქციის  გამოყენებაზე  და მოსახლეობას აფრთხილებს იმ  შესაძლო ეფექტებზე, რაც პლასტმასის გამოყენებას შეიძლება ჰქონდეს ჯანმრელობაზე. სწორედ ამ საკითხის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ ეს კამპანია წამოგვეწყო.

 

ჩვენი ძირითადი მიზანია, მოსახლეობას ეტაპობრივად ავუხსნათ  ის გზები, რომლითაც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მარტივი პროდუქტების ან ჩვევების ჩანაცვლებით შეიძლება", - განაცხადეს მოძრაობა „ჩაანაცვლეს" ინიციატორებმა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner