საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე", საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის წილისყრა გაიმართა. თასის შესარჩევი ეტაპი 15 აგვისტოს გაიმართება, პირველი ეტაპი კი სტარტს 24 აგვისტოს აიღებს.
შესარჩევი ეტაპი:
ა) „სქური" - „იმერეთი"
ბ) „სულორი" - „რუსთავი"
გ) „ჭიათურა" - „მეშახტე"
დ) „გარდაბანი" - „მარკ სტარსი"
პირველი ეტაპი:
„ბორჯომი" - „საპოვნელა"
„ოდიში" - დ-ს გამარჯვებული
ა-ს გამარჯვებული - „სიონი"
„სამგურალი" - „ტორპედო"
„კოლხეთი" (ხობი) - „ცხინვალი"
„მერანი" - „დინამო" (ბათუმი)
„ჩხერიმელა" - „საბურთალო"
„ლიახვი" - „შუქურა"
„გაგრა" - „გურია"
გ-ს გამარჯვებული - „კოლხეთი" (ფოთი)
„ვიტ-ჯორჯია" - „ლოკომოტივი"
ბ-ს გამარჯვებული - „ზუგდიდი"