logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: 26 წელია ვიზებით დავდივართ ევროპაში, 26 დღესაც მოვითმენთ
- +

14 ივნისი. 2016. 17:01



პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი საქართველოსთან მიმართებაში გაჭიანურდა სხვა მიზეზების და არა უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების გამო.



ამაზე საუბრობენ ჩვენი კოლეგები სტრასბურგში, ბერლინშიც - ყველგან. მოგეხსენებათ, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს რამდენიმე სხვა საკითხიც - თურქეთთან ამავე ვიზა-ლიბერალიზაციის თემაზე მოლაპარაკებები, უკრაინასთან მოლაპარაკებები. უკრაინა და თურქეთი ერთად, 100 მილიონზე მეტი მოქალაქეა. ამასთან დაკავშირებით ევროპულ სახელმწიფოებს სხვა მიდგომები აქვთ. განსაკუთრებით გართულდა ვითარება მიგრანტებთან დაკავშირებულ კრიზისების გამო ევროპაში, ამიტომ ხდება საკითხის გადადება სხვა მიზეზების გამო. ჩვენ ყველა კოლეგა, პარტნიორი გარკვეულწილად ბოდიშს გვიხდის ამისთვის, მაგრამ გვპირდებიან, რომ ეს გაჭიანურება არ იქნება ბევრი თვით. ეს იქნება რამდენიმე კვირით ან თვით. არ არის გამორიცხული, რომ სხვადასხვა უწყბების დონეზე გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს ზოგის ივნისში, ივლისში, სექტემბერშიც, მაგრამ მე ვერ ვხედავ ვერანაირ გარემოებას ამ წუთში, რომელიც ხელს შეგვიშლის ჩვენ ამ გზით სვლისკენ. ჩვენ 26 წელია ვიზებით დავდივართ ევროპაში, 26 დღესაც მოვითმენთ, მგონი, იმიტომ, რომ ბოლო ნათელი იქნება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner