პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრს, მიხალ ვოსს კორონავირუსი დაუდგინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.
„თავს კარგად ვგრძნობ და სოლიდარობას ვუცხადებ ყველას, ვინც ავადაა“, - წერს ვოსი.
ბოლო მონაცემებით, პოლონეთში კორონავირუსის 156 შემთხვევაა დადასტურებული. დაღუპულთა რაოდენობა კი სამია.