logo_geo
eng_logo
დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე ტექნიკური მარილი დაიყარა
- +

17 მარტი. 2020. 12:32

 

 

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. ტექნიკური ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა.

 

ამ ეტაპზე, ყველა შემოერთებულ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. გზის გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 261-90-50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 272-22-22.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner