logo_geo
eng_logo
UEFA-მ რუსეთს პირობითი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა
- +

14 ივნისი. 2016. 17:01



UEFA-მ რუსეთს პირობითი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის, ევრო-2016-ის დასრულებამდე იმოქმედებს.



კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთში რუსი გულშემატკივრების მონაწილეობით არეულობა კვლავ მოხდება, რუსეთის ნაკრებს ჩემპიონატიდან გარიცხავენ.



UEFA-მ, ასევე, რუსეთის საფეხბურთო კავშირს 150 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმა დააკისრა.



შაბათს, საფრანგეთის ქალაქ მარსელში, რუსეთ-ინგლისის მატჩის შემდეგ გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner