რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი საკუთარ საზღვრებთან უცხოური შეიარაღებული ძალების გადაადგილებას აკვირდება და რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომას იღებს.
„ჩვენი თავდაცვის უწყება და შესაბამისი სამსახურები, ბუნებრივია, აკვირდებიან ჩვენს საზღვრებთან უცხოური შეიარაღებული ძალების დისლოცირების ადგილების შეცვლას. ისინი ამ კონტინგენტების გადაადგილებას აანალიზებენ და, რა თქმა უნდა, იღებენ საჭირო ზომებს საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად, რაც რუსეთის ინტერესებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას გულისხმობს", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.