logo_geo
eng_logo
ავტოიმპორტიორებს 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდებათ
- +

17 მარტი. 2020. 14:30

 

 

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ავტოიმპორტიორებს 2020  წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი  ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივოს.

 

ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც  ვერ შეძლებენ  2020  წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი  ავტომობილის რეექსპორტს შემოყვანიდან 90 დღეში, თუ  ამ ავტომობილის რეექსპორტი ან მის საბაჟო პროცედურებში მოქცევა მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე განხორციელდება.

 

შეღავათი შეეხება, დაახლოებით, 38 ათასამდე მანქანის მფლობელს და გადავადებული გადასახადების ოდენობა შეადგენს 50 მილიონ ლარს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner