logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე ტყიბულის ძიძიგურის შახტის გაფიცულ მეშახტეებს ონლაინ ფორმატში გაესაუბრა
- +

17 მარტი. 2020. 15:59

 

 

მეშახტეებმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეს  საკუთარი პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია   და აღნიშნეს, რომ  შახტაში მუშაობა არ არის მათი სიცოცხლისთვის უსაფრთხო. მეშახტეები ასევე დამქირავებელი კომპანიისგან ითხოვენ განაცდური დღეების ანაზღაურებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას.

 

„სამწუხაროა რომ მეშახტეთა შრომითი უფლებები მუდმივად  ირღვევა  და კომპანია  სახელმწიფოს მხრიდან, არა ერთი გაფრთხილების და სანქციების მიუხედავათ, მაინც არ აუმჯობესებს სამუშაო პირობებს, დღეს შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად შევეცდები, რომ  დავეხმარო, რათა მათი უფლებები აღარ დაირღვეს“, - გააცხადა სოფო კილაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით  პარლამენტში  გარეშე პირთა შესვლა და შეხვედრები შეიზღუდა და ის ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner