logo_geo
eng_logo
გიორგი ხოჯევანიშვილი: შესაბამის სამსახურებთან მაქსიმალურად კოორდინირებულად ვმუშაობთ, რათა დროულად მოხდეს ყველა პრევენციული ღონისძიების ჩატარება
- +

17 მარტი. 2020. 17:03

 

 

„შესაბამის სამსახურებთან მაქსიმალურად კოორდინირებულად ვმუშაობთ, რათა მოხდეს ყველა პრევენციული ღონისძიების ჩატარება და ყველა ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ იქნება მიღებული“, - ამის შესახებ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

გიორგი ხოჯევანიშვილმა რეგიონის მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში თვითიზოლაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათი მაქსიმალური კონტროლი მოხდება.

 

 

 

„შესაბამის სამსახურებთან მაქსიმალურად კოორდინირებულად ვმუშაობთ, რათა მოხდეს ყველა პრევენციული ღონისძიების ჩატარება და ყველა ნაბიჯის დროულად გადადგმა, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ იქნება მიღებული, რომ ადგილზეც იგივე ნაბიჯები გადაიდგას. გადასადგმელი ნაბიჯებია, რომ მაქსიმალურად მოვუწოდოთ საზოგადოებას თვითიზოლაციისკენ თუ ამის საჭიროებაა, მოხდეს მათი მაქსიმალური კონტროლი და საზოგადოების მხრიდან იყოს სოლიდარობა  გამოჩენილი მსგავსი საკითხების მიმართ. კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება თითოეული მიმართულებით, იქნება ეს ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობის კუთხით, თუკი რეგიონში რაიმე ტიპის საჭიროება წარმოიშვება, რათა ყველა საკითხს მაქსიმალურად დროულად მივხედოთ და ადგილზე დავარეგულიროთ“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner