logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი „ნაცმოძრაობას“: ერთი 1 ოქტომბრის არჩევნები მოიგეთ და მეორე – ეს!
- +

14 ივნისი. 2016. 17:04



იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტლებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურება.



ერთი 1 ოქტომბრის არჩევნები მოიგეთ და მეორე - ეს. კიდევ უფრო ტრაგიკულ მაგალითს, როცაგამარჯვება" ძალით გვაზეიმეთ, არ დავასახელებ. ფარცხალაძის ეპიზოდი კი გამოიძიოს პროკურატურამ, ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, პირიქით. გადაწყვეტილება წარსულის შესახებ ან კიდევ წარსული წინასწარი და კანონიერი პატიმრობის შესახებ, ესაა დღევანდელი გადაწყვეტილება. აწმყოში კი სახეზეა მსჯავრდებული, რომელიც იხდის სასჯელს", - წერს თეა წულუკიანი „facebook"-გვერდზე.



მანამდე თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოს დადგენილება ჟურნალისტებთან შეაფასა. მინისტრის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი დაკავება კანონიერად მიიჩნია.



შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით დადგენილება გამოაქვეყნა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას, ვანო მერაბიშვილისა და მისი ადვოკატების სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით, სამი თვის განმავლობაში, 12 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. მოსარჩელე მხარე ზარალისა და ხარჯების ანაზღურების მიზნით, 55 ათას ევროს ითხოვდა. სასამართლომ საბოლოოდ სახელმწიფოს 8 და 4 ათასი ევროს გადახდა დააკისრა, ხოლო კომპენსაციის შესახებ სხვა სარჩელები არ დააკმაყოფილა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner