„უდიდესი მადლობა საქართველოს მთავრობას! მოლოდინს გადააჭარბა იმან, რაც თბილისის აეროპორტში დაგვხვდა“, - წერს სოციალურ ქსელში უცხოეთიდან დაბრუნებული, კარანტინში მყოფი ანუკი ბიწაძე.
მისი თქმით, საქართველომ ძალიან სწრაფად და ხარისხიანად მიიღო ზომები კორონავირუსთან საბრძოლველად, რასაც ვერ ვიტყვით ევროპის ქვეყნებზე
„კარანტინი;
უდიდესი მადლობა საქართველოს მთავრობას!
მოლოდინს გადააჭარბა იმან, რაც თბილისის აეროპორტში დაგვხვდა, იმის ფონზე, რომ ისე გავიარეთ ესპანეთის საზღვარი და მერე ესპანეთიდან ჰოლანდიის, რომ საერთოდ არავის შევუმოწმებივართ;
თურქეთის მხრიდან საზღვრების ჩაკეტვის გამო მოგვიწია მადრიდიდან ამსტერდამში გადასვლა და ჰოლანდიიდან საქართველოში უკან დაბრუნება;
ცოტა ხნის წინ ჩამოვფრინდით, გავიარეთ შემოწმება, გაგვისინჯეს ტემპერატურა, რადგან წითელი ზონიდან ვიყავით, მოგვიწია სავალდებულო კარანტინი;
რა თქმა უნდა, 100%-ით მზად ვიყავით ამისთვის;
სპეციალური ავტობუსით გადმოგვიყვანეს თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში;
თანამშრომლები და საპატრულო პოლიცია აღჭურვილია სპეციალური ფორმებით;
არის ძალიან კარგი პირობები, კართან დაგვიტოვეს საკვები (ცხელი, ცივი, ხილი, სასმელი), სასტუმროს იცავს საპატრულოს ორი ეკიპაჟი;
გვიმოწმებენ ტემპერატურას;
სავარაუდოდ, დაგვაკვირდებიან რამდენიმე დღე და თუ სიმპტომები არ გვექნება, გაგვიშვებენ თვითიზოლაციაში;
ჩემი აზრით, საქართველომ ძალიან სწრაფად და ხარისხიანად მიიღო ზომები კორონავირუსთან საბრძოლველად, რასაც ვერ ვიტყვით ევროპის ქვეყნებზე...“ - წერს ანუკი ბიწაძე.