logo_geo
eng_logo
რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებზე აკრძალვა არ იმოქმედებს
- +

17 მარტი. 2020. 17:14

 

 

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებზე აკრძალვა არ იმოქმედებს, დაწესდება გარკვეული შეზღუდვები, - ამის შესახებ „ინფო რუსთავს“ მთავრობის კანცელარიაში განუცხადეს.

 

როგორც საინფორმაციო სააგენტოს კანცელარიის პრესსამსახურში უთხრეს, აუცილებელი საჭიროებისთვის გადაადგილების მიზნით საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების მოძრაობა სრულად არ აიკრძალება, თუმცა, შეზღუდვები დაწესდება გარკვეულ მარშრუტებზე.

 

ნინი წივწივაძის ინფორმაციით, შეზღუდვების შესახებ ზუსტი ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გუბერნატორებმა ერთობლივად იმსჯელეს, შეხვედრა უკვე დასრულდა.

 

 

 

წყარო:inforustavi.ge

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner