PR-ტექნოლოგის, მწერლის, პროფესორ ლალი მოროშკინას ტრილოგიის პირველი ნაწილის „სამი დღე ვაქცინამდე“ პრეზენტაცია ინფექციური საავადმყოფოს ეზოში გაიმართა.
ექიმებს წიგნის ფორმის ტორტი გადაეცათ საჩუქრად, ხოლო თავად წიგნს პირბადის ფორმა აქვს. პოლიტიკური რომანის ყველა გმირი და ამბავი რეალურია. საიდუმლო ლაბორატორიები, სამეფო კარის თამაშები, ინტრიგები, პოლიტიკა და სიყვარული.
წიგნი დღეიდან იყიდება „ბიბლუსის“ ქსელში, ასევე შესაძლებელია ონლაინ გამოწერა.