საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ქვეჯგუფებისა და კალენდრის წილისყრა გაიმართა. ახალი ფორმატის მიხედვით, გუნდები ორ 7-7 გუნდიან ქვეჯგუფებად გადანაწილდნენ.
თეთრი ჯგუფი:
„ლოკომოტივი" (თბილისი)
„ტორპედო" (ქუთაისი)
„ჩიხურა" (საჩხერე)
„გურია" (ლანჩხუთი)
„ცხინვალი" (ცხინვალი)
„დინამო" (თბილისი)
„შუქურა" (ქობულეთი)
წითელი ჯგუფი:
„დილა" (გორი)
„ზუგდიდი" (ზუგდიდი)
„დინამო" (ბათუმი)
„სიონი" (ბოლნისი)
„საბურთალო" (თბილისი)
„სამტრედია" (სამტრედია)
„კოლხეთი" (ფოთი)
უმაღლესი ლიგის 2016/2017 წლების გათამაშება სტარტს 7 აგვისტოს აიღებს. 15 აგვისტოს საქართველოს თასის შესარჩევი ეტაპი გაიმართება, 24 აგვისტოს კი - თასის პირველი ეტაპი.