logo_geo
eng_logo
ლუკაშენკო: მთელი რუსეთი კორონავირუსისგან იწვის
- +

17 მარტი. 2020. 19:14

 

 

ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო გაკვირვებას გამოთქვამს მოსკოვის გადაწყვეტილების გამო, ბელორუსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტოს.

 

 

"საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩვენმა მშობლიურმა რუსეთმა საზღვარი ჩაგვიკეტა. ჩვენს ქვეყანაში შედარებით მშვიდი ვითარებაა, აი მთელი რუსეთი კი კორონავირუსისგან იწვის" - აღნიშნა მან.

 

 

“გეკითხებით, ვინ ვისგან უნდა იკეტებოდეს ასეთ ვითარებაში? თუ რუსეთის ლოგიკას გავყვებით, მან საზღვრები საკუთარი რეგიონების მიხედვით უნდა ჩაკეტოს – იზოლირდეს ვიმბილი, აღმოსავლეთი, ურალი, კავკასია,… რუსეთი ხომ უზარმაზარია – ნახევარი მსოფლიო. რატომ მოგვკვეთეს რუსეთისგან ბელორუსი? - რატომ არ დაფიქრდნენ შედეგებზე? [...] ჩემი აზრით, იქ [მოსკოვში] ყველქაზე მეტად იმაზე ფიქრობენ, რომ მთავრობა არ ინფიცირდეს, მიშუსტინი [რუსეთის პრემიერი] არ დაავადდეს – და შორიდან დაიწყეს დაკეტვა” – განაცხადა ლუკაშენკომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner