„ახლა ვუსმინე, „რუსთავი 2“-ის ეთერში ზაზა ავალიანს, ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის დირექტორს, კარგ ექიმსა და არაჩვეულებრივ ადამიანს და 2010 წელი გამახსენდა, იმდროინდელი 12-საათიანი „კურიერი“, პირდაპირი ეთერი, როგორ დაადეს ამ ადამიანს ხელბორკილები, შაშკინის ბრძანებით დააპატიმრეს და 2012 წლამდე ციხეში აყურყუტეს აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი თამარ ტაბიძე.
„მახსოვს, ტელევიზორის წინ გაშეშებული ვიჯექი, ხმის ამოღების, გამოსარჩლების უფლება და უნარი არ გვქონდა. თავმოყვარეობა და ადამიანობადაკარგულები, ხმაჩაკმენდილები და გასუსულები ვისხედით. უსუსურობის განცდა გვახრჩობდა. ღმერთო, რა გვაქვს გადატანილი?! რა დღეში ჩააგდეს ადამიანები?! რისთვის იმეტებდნენ?! და ეს უნდა დამავიწყდეს?! ეს აღარ უნდა გავიხსენო?! ესენი ვინც მოგვაშორა, მათი მადლიერი არ უნდა ვიყო?! რატომ?! იდიოტი ვარ, ამნეზიით შეპყრობილი თუ უნამუსო?! ციხიდან ახალგამოსულმა ზაზამ, ფილტვის დაავადებათა ცენტრში ახლად დანიშნულმა, დედა რომ ცუდად იყო, უძვირფასესი სასუნთქი აპარატი სახლში გამომიგზავნა. ეს როგორ დამავიწყდება?“ - წერს თამარ ტაბიძე.