logo_geo
eng_logo
იტალიური პანდემიის გმირი – 46 წლის მამაკაცი სხვებს ეხმარებოდა, თავად კი კორონავირუსით გარდაიცვალა
- +

17 მარტი. 2020. 20:51

 

 

სოციალურ ქსელ Facebook-ზე შექმნილ ჯგუფში, “ემიგრანტები იტალიიდან”, ერთ–ერთი წევრი გია კვარაცხელია იტალიელ გმირზე წერს, რომელიც ქვეყანაში არსებულ რთულ პერიოდში მოსახლეობას ეხმარებოდა, შედეგად კი კორონავირუსით გარდაიცვალა:

 

 

“იტალიური პანდემიის ყოველდღიურობის კიდევ ერთი გმირი: დიეგო ბიანკო, 46 წლის, არც ჯანდაცვის მინისტრი, არც ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი. ექიმიც კი არა – გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უბრალო ოპერატორ-ტექნიკოსი და მძღოლი მონტელოდან. სხვებს ეხმარებოდა 20 დღის განმავლობაში (ჩრდილოეთის იმ რეგიონიდან 400-მდე პაციენტი გარდაიცვალა), თვითონ კი ვეღარ შესძლო – არც მოხუცი, არც ქრონიკული, დამამძიმებელი დაავადებებით, ერთ ღამეს, COVID-19_ით გამოწვეული მწვავე რესპირატორული უკმარისობით გარდაიცვალა საკუთარ სახლში.

 

 

ნათელი ასეთი ადამიანების სულს და სიმხნევე და გამარჯვება იტალიას!” - წერს გია კვარაცხელია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner