logo_geo
eng_logo
სტრასბურგის სასამართლო: ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი და დასაბუთებული
- +

14 ივნისი. 2016. 17:08



სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით გაავრცელა პრესრელიზი, რომლის სათაურშიც სიტყვა-სიტყვით წერია, რომ წინასწარი პატიმრობა იყო სრულიად კანონიერი და დასაბუთებული.



ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის საქმეზე, რომელიც გაგრძელდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე.



არ დარღვეულა კონვენციის 5.1 მუხლი -წინასწარი პატიმრობის კანონიერება. 



არ დარღვეულა კონვენციის 5.3. მუხლი 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებებით - წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას, მისი საფუძვლიანობის საკითხის განხილვის უფლება სასამართლოს მიერ.



დაირღვა კონვენციის 5.3. მუხლი 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით - წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას, მისი საფუძვლიანობის საკითხის განხილვის უფლება სასამართლოს მიერ.

დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი - წინასწარი პატიმრობის სხვა მიზნებით გამოყენების აკრძალვა, ვიდრე ამას ითვალისწინებს კანონი, 5.1 მუხლთან კავშირში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner