logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრი: საქართველო ამ გამოწვევასაც მოერევა, მთავარია რა შედეგით
- +

17 მარტი. 2020. 23:37

 

                                                                                                                                                                                            

მაქსიმალურად ვცდილობთ, მოქალაქეები გვყავდეს ინფორმირებულები, ამიტომ იყო სწორედ ეს sms-გზავნილები დაწყებული ახლა, როდესაც ვნახეთ, შევაფასეთ და გადავწყვიტეთ, რომ მასობრივად იყო გასავრცელებელი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, COVID-19 არის გამოწვევა, რომლის მსგავსი მსოფლიოს არ ჰქონია არც მისი გავრცელების სისწრაფით, არც გლობალური მასშტაბის და მოცულობის თვალსაზრისით.

 

„ყველა რეცეპტი, რომელსაც დღეს, სხვადასხვა ადამიანები ავრცელებენ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მათი აზრი.  დღეს, საქართველოს კი არა, ჩვენზე ბევრად უფრო ეკონომიკურად და მეცნიერულად ძლიერ ქვეყნებს არ აქვთ ზუსტად, მიზეზშედეგობრივი კავშირებით შექმნილი გეგმა, რა იქნება ხვალ და ზეგ. ეს ფაქტია. აქედან გამომდინარე, შეიძლება შეფასებები იყოს ბევრი. საბოლოო ჯამში, შედეგმა უნდა აჩვენოს ყველაფერი. შედეგი დღეს, ჩვენ რაც გვაქვს, ასე თუ ისე, შედარებითია ყველაფერი, პროცესის მართვას ვახერხებთ.

 

ჩემი მთავარი მესიჯი და აქ მოსვლის მიზანი და მიზეზი რა გახლავთ? ის, რომ ჩვენს მოქალაქეებამდე მივიტანოთ მარტივი მესიჯი, რომ გამოწვევები ხვალ იქნება კიდევ უფრო მეტი, გამოწვევები ხვალ იქნება კიდევ უფო მძიმე, ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ მზად. შეუძლებელია მსგავს გლობალურ გამოწვევას მთავრობამ უპასუხოს მარტო. რთულია დღეს ამ პროცესების შეფასება და აგიხსნით რატომ - საქართველო, ჩვენ, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეები , ისევე როგორც მსოფლიო, ამ გამოწვევასაც მოვერევით, მაგრამ მთავარი არის რა შედეგით და რა დანაკლისით“, -  განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner