logo_geo
eng_logo
პრემიერი: ამ კრიზისს თავს რომ დავაღწევთ, ახალი გლობალური კონკურენცია გაჩაღდება
- +

18 მარტი. 2020. 00:12

 

 

საქართველოს მთავრობის მეთაურის, გიორგი გახარიას განცხადებით, მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები მაქსიმალურად შენარჩუნდეს.

                            

მისივე თქმით, როდესაც მთავრობა ბანკებს, ტურისტულ კომპანიებს, ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მოქმედ ბიზნეს საშემოსავლო და ქონების გადასახადს უვადებს, დღგ-ს დაბრუნების ნაწილში დასაბრუნებელ 600 მილიონს აორმაგებენ და 1,2 მილიარდ ლარს აბრუნებენ, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ კომპანიებს მიეცეთ საშუალება, გარკვეული პერიოდი შეინარჩუნონ მდგრადობა, რათა არ დაიკარგოს სამუშაო ადგილები.

ყველგან ეს ვერ გამოვა, მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ყველანი, გლობალურად ამ კრიზისს გავუმკლავდებით. შეიძლება ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ერთ თვეში, შეიძლება - 5 თვეში, როგორც კი გლობალურად ამ კრიზისს თავს დავაღწევთ, გაჩაღდება ახალი გლობალური კონკურენცია ეკონომიკებს შორის. ამ გამოწვევის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მსგავსი გამოცდილება მსოფლიოს არ აქვს, ეს არის ამ გამოწვევის ყელაზე დიდი მახასიათებელი და ამიტომ, უპასუხისმგებლობა იქნება კონკრეტული დაპირებების გაცემა. დაპირება უნდა იყოს ერთადერთი, ხელისუფლება არის მზად, ყოველდღიურად მოქალაქეებთან ერთად იმოქმედოს ეფექტურად და იბრძოლოს, რომ მოახდინოს მინიმიზაცია როგორც ეკონომიკის, ისე ჯანდაცვის მიმართულებით იმ ზიანის, რომელსაც რა თქმა უნდა სამწუხაროდ ერთმნიშვნელოვნად მივიღებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner