„ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და ჟურნალისტებს შორის დღეს გამართულ შეხვედრას ეხმიანება:
„დღევანდელი პრესკონფერენცია დაეთმო ბეჭდვით, საერთაშორისო და ინტერნეტ მედიას. 150 წუთში პასუხი გაეცა 65-დან 38 მედიასაშუალების კითხვას. ფაქტობრივად, რეკორდი დამყარდა.
P.S.იმედია, ძალიან არ გამინაწყენდებიან ის მედიასაშუალებები, რომლებმაც ვერ მოასწრეს კითხვის დასმა", - წერს უძილაური.