logo_geo
eng_logo
სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

18 მარტი. 2020. 11:17

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ისეთი საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, აგრეთვე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის  ბრალდებული მ.ჯ. დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მ.ჯ.-მ 2019 წლის 10 ივლისს,  შურისძიების მოტივით,  განზრახ მოკვლის მიზნით, ქ.თბილისში, გიორგი აბაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსის სადარბაზოში მყოფ - გ.ძ.-ს,  გ.ბ.-ს  და დ.დ.-ს მიმართულებით საბრძოლო ხელყუმბარა ისროლა,  რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა. მ.ჯ.-ს ქმედების შედეგად სამივე პირმა სხეულის სხვადასხვა არეში   მრავლობითი ჭრილობები მიიღეს.

 

ასევე დადგინდა, რომ მ.ჯ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული, 16 კალიბრის ე.წ „გადაჭრილი თოფი“, რომელსაც 2019 წლის  10 ივლისს, ქ.თბილისში, წყნეთში, ე.წ. სამთავრობო აგარაკების მიმდებარე ტერიტორიაზე,  მართლსაწინააღმდეგოდ  ატარებდა.

 

სამართალდამცველებმა მ.ჯ. 2019 წლის 10 ივლისს დააკავეს.  მას  ბრალდება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი სამი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას), 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი) (საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად  16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner