logo_geo
eng_logo
„შეიძლება, არ მოგვწონდეს რომელიმე პარტია, მაგრამ მოსახლეობის პოზიციას ანგარიში უნდა გავუწიოთ“
- +

14 ივნისი. 2016. 17:16



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდვითი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა რომელიმე პარტია, თუ მას მოსახლეობა მხარს უჭერს, ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ".



მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" სიცრუის აგიტაციას ეწევა და მას საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის გადალახვა გაუჭირდება.



მოსახლეობის პოზიციას ანგარიში უნდა გავუწიოთ. შეიძლება, ძალიან არ მოგვწონდეს რომელიმე პარტია, მაგრამ თუ მოსახლეობა მხარს უჭერს, გარკვეულ რაოდენობით პარლამენტში შედიან. სტატისტიკა გამიჭირდება, რომელ პარტიას რა რაოდენობით მხარდამჭერები ჰყავს. „ნაციონალური მოძრაობა" გახლდათ წინა ხელისუფლებაში. დღესაც სააგიტაციო მანქანები მათ აქვთ ყველაზე მეტი, ყველაზე მეტს ისინი ძალადობენ საზოგადოებაზე. მხოლოდ ამ ნიშნით მე მოვიშველიებ და ვოპონირებნაციონალურ მოძრაობასთან". ამით სულაც არ მინდა, დავაკნინო სხვა პარტიები", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner