თურქეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი 89 წლისაა.
გარდა ამისა, ქვეყანაში ვირუსის 51 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 98-მდე გაიზარდა.