logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: უკან რომ დამაბრუნა, ყოყმანს არ დავიწყებდი!
- +

14 ივნისი. 2016. 17:17



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მისი პოლიტიკაში მოსვლის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, უკან დაბრუნების საშუალება რომ ჰქონდეს, ყოყმანს არ დაიწყებდა და პოლიტიკაში წასასვლელად შვილის რჩევა არ დასჭირდებოდა.



ვნანობ, რომ პოლიტიკაში მოსვლამდე სხვა პოზიცია გამაჩნდა. სიტუაცია მართლაც იყო არაორდინარული. მე არავის არაფერს ვამადლი, მაგრამ მე პირდაპირი მნიშვნელობით, გავწირე თავიც და ოჯახიც. იმ სიტუაციას რეალურად თუ შეაფასებთ, ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, დატრიალებულიყო ტრაგედია.

 

უკან რომ დამაბრუნა, ყოყმანს არ დავიწყებდი და უტა არ დამჭირდებოდა. რა თქმა უნდა, სწორი ნაბიჯი გადავდგი. ის ყოყმანი, რაც მქონდა სამკარისი იყო და იმასაც ვნანობ. ჩემი პირადი ვალდებულება მაქვს ქვეყნის წინაშე, რაც შემიძლია, იმის მაქსიმუმს ვაკეთებ. ეს ჩემი სამშობლოა და როგორც შემიძლია, უნდა ვიზრუნო მასზე, ისევე, როგორც თითოეულმა მოქალაქემ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner