დღეს, 18:00 საათზე, თბილისში, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში პირბადეები და სამედიცინო ხელთათმანები უფასოდ დარიგდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ბარბარე მაზმიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„პირბადეები, ხელთათმნები და სადეზინფექციო ხსნარები დღეს დარიგდება სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში და ვისაც არ გაქვთ და გსურთ, შეგიძლიათ, 6-ის მერე მოხვიდეთ და უფასოდ წაიღოთ. გელოდებით“, - წერს ბარბარე მაზმიშვილი.