logo_geo
eng_logo
რიმა ბერაძის ძალისხმევით ჩუღურეთში საჯარო სკოლა აშენდება
- +

29 თებერვალი. 2016. 15:39


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე ცხრა ძმის ქუჩაზე, ყოფილ N3 საჯარო სკოლასთან ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სასიამოვნო სიახლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. დეპუტატის ძალისხმევით, მიმდინარე წელს დაიწყება ყოფილი მესამე საჯარო სკოლის მშენებლობა და 2017 წელს სკოლა შევა ექსპლუატაციაში.


რიმა ბერაძემ აღნიშნა, რომ 2010 წელს სკოლების ოპტიმიზაციის არასწორი პოლიტიკის შედეგად აღნიშნული სკოლა დაიხურა და მოხდა მისი მე-2 საჯარო სკოლასთან შერწყმა, რის შედეგად 300-მდე მოსწავლე სასწავლო დაწესებულების, ხოლო 45 მასწავლებელი სამსახურის გარეშე დარჩა.


ახალი სკოლა მიიღებს 300-ის ნაცვლად 500-მდე მოსწავლეს. განახლებულ სასწავლო დაწესებულებაში 50-დან 60-მდე მასწავლებელი განაგრძობს პედაგოგიურ მოღვაწეობას.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner