„ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში გიგა ბოკერიასა და სალომე ასათიანის ინტერვიუს ეხმიანება და წერს, რომ აღნიშნულზე „ნაციონალების" მრევლის შეფასებები აინტერესებს".
„გიგა ბოკერიას კომპლიმენტების თაიგული სალომე ასათიანს მისი კითხვების გამო:
„არაკომპეტენტური", „ზედაპირული", „მიკერძოებული", „მორალს მიკითხავთ", „ღრმად არაკომპეტენტური", „ღრმად მიკერძოებული", „აბსურდი", „სისულელე", „თქვენ შეგნებულად ან შეუგნებლად ცრუობთ"...
„ნაციონალების" მრევლის შეფასებები მაინტერესებს... და კიდევ იმ ლატენტური ნაცების, დალაი ლამას პროსტინაშემოკრულნი ნებიერად რომ ირწევიან სავარძელში და თავს შუაშისტებს რომ უწოდებენ.
ნაცების არა, სწორედ ამ კაბინეტის ნახევრადბინდში კონიაკის ბოკალის მწრუპავი შუაშისტი მესიების ბრალია ნაციონალთა პარპაშიც და მათი ასეთი აგდებული, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ქცევა შუაშიზმის ორბიტაზე მოღვაწე ჟურნალისტებთან", - წერს უძილაური.