ექსპერტი სამხედრო საკითხებში ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს.
„უკვე შეიმჩნევა აშკარა დეზინფორმაციების მაგალითები.
ე.წ. სატელეფონო საუბარი, როცა არ ისმის ტელეფონის ზარი, არ ისმის მოპასუხის ხმა, ანუ, ძალიან დიდი ალბათობით, თავის თავს ესაუბრება, აშკარა პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.
მომწერა ერთმა დიაბეტიანმა ფბ მეგობარმა, რომელმაც ოჯახთან ერთად უსმინა და განიცადეს. ასეთი უამრავია. მხოლოდ მე მივიღე, რამდენიმესგან ასეთი შეტყობინება.
ან, ასეთ პრიმიტიულ სცენარს რომ დგამთ, გახარია ასეთი უტვინო გგონიათ, რომ მსგავს ფრაზებს იტყვის?
მახსოვს, შარშან ჩემი ბრიფინგის სიტყვები გადაატრიალეს, მეკითხება ჟურნალისტი, ეს პრემიერმა თქვაო? ორჯერ ვპასუხობ, "არა, არა, პრემიერს არ უთქვამს." აიღეს და ტოკ-შოუში გადაატრიალეს.
ახლა არა გადატრიალებული, დადგმული იქნება და ამ პირის დადგენაში მთელი რესურსი უნდა ჩაერთოს.
შემდეგი სიცრუეა კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით. ესეც მიზანმიმართული დეზინფორმაციაა.
ვადგენ იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც საზოგადოებისადმი სოლიდარობას იჩენენ. გამოვაქვეყნებ.
ვირეშმაკობის მაგალითები, რონლებსაც წავაწყდი სუპერმარკეტებში. ზოგან არის გარკვეული სურსათის რაოდენობის აკრძალვა "ერთ ხელზე", ცალკე დავწერ. მიდის რამდენიმე ოჯახის წევრი, მაგ. ცოლ-ქმარი, გადამხდელი ერთია და იწყება გარჩევები მოლარე-ოპერატირთან. იგივე ხრიკს სხვა მიზნითაც იყენებენ, ქვემოთ დავწერ.
მომეწონა ჰიპერმარკეტ "ჯიბეში", აკრძალულია "ერთ ხელზე" სურსათის გარკვეული ჩამონათვალიდან (ვერმიშელი, წიწიბურა და ა.შ. ლიმონათზე, წვენებზე და მსგავს ნაწარმზე შეზღუდვა არაა) 3 ცალზე მეტს არ ატანენ. იქნებ სხვებმაც გადაიღოთ.
"კარფურში" ცალკე სალაროა, სადაც 10 ცალზე ნაკლები ნაწარმით ატარებენ. სხვა სალაროებთან დგანან დიდი ურიკებით. აქაც ადგილი აქვს ხოლმე ვირეშმაკობას. მიდის ოჯახის 2 წევრი სავსე ურიკით. როცა მიადგებიან სალაროს, მოლარე ეუბნება სხვა სალაროსთან უნდა დადგეთო და იწყება გარჩევები. ისიც ჩანს, რომ ორი ადამიანისთვისაც 20-ზე მეტი ნივთია. შეიკრავენ შუბლს და აწვებიან ბოლომდე. ამ დროს ვიღაც დგას 1 ცალი პიცით ან ღვინით. მე გუშინ ვიდექი 2 ცალი პურით და 2 ქილა არაჟნით. უნდა ჩაურთო "ლაივი" და გამოაჭრელო, მაგრამ ხომ არ იკადრებ?!
მოკლედ, ბევრმა აჩვენა ამ დღეებში თავისი სახე, ზოგმა ხალხის განსაცდელის დროს მომხვეჭელობით, ზოგმა ვირეშმაკობით, ზოგმა დეზინფორმაციების გავრჩელებით, ზოგმაც ხალხზე ზრუნვით, სოლიდარობით და ა.შ. ყველას ვიმახსოვრებთ. არანაირი ბოღმა ან შურისძიება, უბრალოდ ვიმახსოვრებთ...
ისე, საგანგებო მდგომარეობას რომ ითხოვთ, ამ ყველაფრისთვის გამკაცრდება პასუხისმგებლობა.“