logo_geo
eng_logo
დაჩი ბერაია "ტვ პირველს": გთხოვთ, მავნებლობას თავი დაანებეთ
- +

18 მარტი. 2020. 21:55

 

 

ხობის მაჟორიტარი დაჩი ბერაია ეხმაურება ტვ პირველის ფეისბუგვერდზე დღეს გავრცელებულ ფოტოს წარწერით: ვითარება გაჩერებებზე.

 

შეცდომა არა კორონა!!! არც გეჩხუბებით, არც ზეწოლას ვახდენ და არაფერი მსგავსის მცდელობა არ მაქვს, უბრალოდ, ადამიანურად გთხოვთ, დაანებოთ ამ მავნებლობას თავი. ისედაც რთულ მდომარეობაშია ხალხი, ქვეყანა და მთელი მსოფლიო, ტყუილებით დაზაფვრა აღარ არის საჭირო! ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და მერე მოიტყუეთ რამდენიც გინდათ, არჩევნებისთვის შეინახეთ, ახლა შეეშვით ხალხს!“, - წერს დაჩი ბერაია.

 

ცნობისთვის, ტვ პირველის ფბ გვერდზე დღეს  გამოქვეყნდა უკრაინაში გადაღებული ფოტო, წარწერით, ვითარება გაჩერებებზე. ფოტოთი შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მასზე ასახული ხალხმრავლობა საქართველოში არსებულ სიტუაციას ასახავდა. მოგვიანებით, ტვ პირველმა თავის ფეიჯზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს ფოტო სინამდვილეს არ შეესაბამებოდა და შეცდომის გამო აუდიტორიას ბოდიში მოუხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner