logo_geo
eng_logo
ფეისბუქი მორიგმა დეზინფორმაციამ მოიცვა: მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება
- +

18 მარტი. 2020. 22:54

 

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური სრულ დეზინფორმაციას უწოდებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც მოსაუბრე ამტკიცებს, რომ თითქოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა.

 

აღნიშნული ინფორმაცია რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, წარმოადგენს სრულ დეზინფორმაციას, წ. ფეიკ ნიუსს. საზოგადოებას მივმართავთ თხოვნით, იხელმძღვანელონ მხოლოდ ოფიციალური წყაროებით გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მხრიდან სხვადასხვა ოფიციალური არხის მეშვეობით რეგულარულად ვრცელდება. ოფიციალურ წყაროებს შორის, ერთ-ერთია კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილი ოფიციალური ვებგვერდი www.stopcov.ge”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

 

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში, მოსახლეობას აუდიოჩანაწერი ეგზავნება, სადაც მოსაუბრე ამტკიცებს, რომ შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა, რასაც მოსახლეობას უმალავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner