logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ღია ბაზრების დახურვა არ იგეგმება
- +

18 მარტი. 2020. 23:15

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ღია ბაზრების დახურვა არ იგეგმება.

 

მისივე თქმით, ყველაზე კრიტიკულ ვითარებაშიც კი სურსათის მომარაგება საქართველოში არ შეიზღუდება.

 

ამ ეტაპისთვის ღია ბაზრები არ არის ის ობიექტი, რომელიც უნდა დაიხუროს. მედიკოსების რეკომენდაციით, პირიქით, ღია სივრცეში სავაჭრო ოპერაციები შედარებით ნაკლებ რისკიანია, ამიტომ ეს კიდევ უფრო დასაშებია. რაც შეეხება ყველაზე კრიტიკულ სცენარსაც კი, რომელიც არ არის ჩვენი დღის წესრიგის ნაწილი, ამ შემთხვევაშიც სურსათის მომარაგება არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არ იზღუდება და არ შეიზღუდება“ ,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner