ტელეკომპანია „ტვ პირველის“ დირექტორი, ინგა გრიგოლია ტელეკომპანიის ფეისბუქგვერდზე ატვირთული ფოტოს გამო, ადამიანებს ბოდიშს უხდის და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„რა უბედურებაა ეს დირექტორობა , მაგრამ რას ვიზამთ. მეგობრებო, დღეს ჩვენი ტელეკომპანიის ფბ გვერდზე აიტვირთა ფოტო, რომელსაც არ ჰქონდა მითითებული, რომელი ქვეყანა იყო( საუბარია ავტობუსის გაჩერებაზე, ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ ეს იყო საქართველო.. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ატვირთა . მე , როგორც კომპანიის დირექტორი, პირადად ვუხდი ბოდიშს ყველა ადამიანს, ვინც შეცდომაში შევიყვანეთ ამ ფოტოს გავრცელებით. ძალიან ვწუხვარ და ვიღებ პასუხისმგებლობას. რაც კორონავირუსის ამბავს ვაშუქებთ, მაქსიმალური სიფრთხილით ვეკიდებით ყველა ინფორმაციას,მაგრამ მაინც მოხდა გაუთვალისწინებელი შეცდომა. ძალიან დიდი ბოდიში! P.S -აი, ამ ფოტოზეა საუბარი”, - წერს ინგა გრიგოლია.