logo_geo
eng_logo
პაატა ბურჭულაძის შვილი - სუს-ს ჩვენი თანამშრომელი გოგონას მონაცემები მივეცით,
- +

19 მარტი. 2020. 00:02

 

 

პაატა ბურჭულაძის შვილი შუქრი ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მათ ოფისში ჩატარებული ჩხრეკა პაატა ბურჭულაძის საქმიანობას უკავშირდებოდეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ერთ-ერთი კომპანია კიბერშეტევისა და დიდი წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ დახურეს.

 

როგორც ცნობილია, ბურჭულაძის შვილების ოფისში საგამოძიებო მოქმედებები კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრუ შეტყობინებების გაგზავნას უკავშირდება. შუქრი ბურჭულაძის განმარტებით, მისმა თანამშრომელმა ხუმრობით 6 სმს-ი გაგზავნა, რასაც შემდგომ ჩხრეკა მოჰყვა.

 

ჟურნალისტების კითხვაზე, მიაჩნია თუ არა მას, რომ გამოძიების ინტერესი შესაძლო მის ოჯახთან და პაატა ბურჭულაძესთან იყოს დაკავშირებული, შუქრი ბურჭულაძემ უპასუხა:

 

„არაფერს გამოვრიცხავ იმიტომ, რომ ჩვენს მეორე კომპანიაზე, რომელიც უკვე დავხურეთ, ძალიან დიდი კიბერშეტევა იყო, ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს და ჩვენ კომპანიის დახურვა მოგვიწია. ვნახოთ, სიმართლეს გეტყვით, რომ ამ კომპანიაზე ჯერ არ ყოფილა არანაირი ზეწოლა. მოხდა ასეთი ფაქტი და ჩვენმა თანამშრომელმა გააგზავნა სახუმარო 6 სმს-ი, მაგრამ ეს ახლა გვანახებს, ჩვენზე გამიზნული ზეწოლა იქნება თუ არა. ამას ამ საქმის მსვლელობა გვანახებს. შესაძლებლობა არ გვქონდა, რომ ამ გოგონასთან დაგვერეკა, მაგრამ ჩვენ მისი მონაცემები სუს-ის თანამშრომლებს მივეცით, ტელეფონის ნომერი, სახელი და გვარი, რომ ისინი დაუკავშირდნენ, გამოკითხონ და სიმართლე გაიგონ. ჩვენ „ვოისთან“ არავითარი კავშირი არ გვაქვს. ხმოვან სმს-ს ჩვენ არ ვაწარმოებთ, მხოლოდ ტექსტურ შეტყობინებას ვაკეთებთ“,- განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.

 

ბურჭულაძეების ოფისში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები, სავარაუდოდ, კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრუ შეტყობინებების გაგზავნას უკავშირდება.

 

ცნობისთვის, 16 მარტს კორონავირუსთან დაკავშირებით გაგზავნილ შეტყობინებების თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ.

 

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ყალბია სმს შეტყობინება, თითქოს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

 

„მოქალაქეთა ნაწილს მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაეგზავნა ინფორმაცია, თითქოს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და კარანტინის გამოცხადება ამ ეტაპზე არ იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გაითვალისწინონ მსოფლიოში და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ორი დღის წინ გაავრცელა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner