logo_geo
eng_logo
შს სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებას აგრძელებს
- +

14 ივნისი. 2016. 17:44



შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შეზღუდული შესაძლებლების მქონე ორი მოქალაქე დასაქმდა. სააგენტოს გუნდის ახალ წევრებს ქუთაისსა და რუსთავში მომსახურების სააგენტოს დირექტორმა დათო ნიკოლეიშვილმა უმასპინძლა. მან თანამშრომლებს სამუშაო გარემო და გუნდი პირადად გააცნო. ახალი თანამშრომლები სარეგისტრაციო განყოფილებასა და სატელეფონო სერვისის სამსახურში დასაქმდნენ.


მომსახურების სააგენტოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებისთვის ადაპტირებული სამუშაო გარემო რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულში შეიქმნა. მიმდინარეობს სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების ადაპტირებაც, რომლითაც სამომავლოდ თანამშრომელთა ტრანსპორტირება გახდება შესაძლებელი.


გარდა ამისა, სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულში შშმ პირებისთვის მოწყობილია შესაბამისი გარემო და ინფრასტრუქტურა სხვადასხვა სერვისების მისაღებად.


აღნიშნული სოციალური პროექტის მიზანია, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის და მათი შესაძლებლობების რეალიზაციის ხელშეწყობა. შსს-ს მომსახურების სააგენტოში შშმ პირების ადაპტირების სტიმულირებისთვის არაერთი მსგავსი პროექტია დაგეგმილი. წლის ბოლომდე ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდება, რომელიც ჟესტების ენით მოქალაქეების მომსახურებას ითვალისწინებს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner