ირანში ყოველ საათში ერთხელ კორონავირუსით სამი ადამიანი იღუპება, 43 ინფიცირდება. ამის შესახებ ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ირაჯ ჰარირჩიმ განაცხადა.
„ყოველ საათში ირანის 43 მოქალაქე ავადდება, რაც კორონავირუსთან არის დაკავშირებული და ეს სტატისტიკა მოწმობს სერიოზულ ეპიდემიაზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ ყოველ საათში 3 ადამიანი იღუპება ამით.
ჰარირჩის თქმით, ვირუსის გავრცელების ძირითადი მიზეზია ადამიანების მიერ საზოგადოებრივ ადგილებზე ყოფნა და ექიმების რეკომენდაციების იგნორირება.
მედიცინის მუშაკები საავადმყოფოებში ასევე იმ მიზეზით, რომ ადამიანები მათ რეკომენდაციებს არ ასრულებენ, ავადდებიან ვირუსით და იღუპებიან, რაც დაუშვებელია“ , - განაცხადა ჰარირჩიმ.
ბოლო მონაცემებით, ირანში დაავადებულთა რაოდენობა 17 361 ადამიანს შეადგენს, დარეგისტრირებულია, სულ მცირე, 1135 ლეტალური შედეგი.