„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, მიუხედავად თოფაძისადმი სიმპათიისა, ის „მრეწველებთან" ალიანსს არ გეგმავს.
„თოფაძესთან მოლაპარაკებები არ გვქონია, ურთიერთსიმპათიების გაცვლა მხოლოდ სატელევიზიო ეთერებიდან მოხდა. რაც შეეხება მეჭიაურს, კონსულტაციები არ დაწყებულა, მის პარტიაში ჩემი მეგობრები არიან. არ გამოვრიცხავ, ბლოკი მალე კიდევ უფრო გაფართოვდეს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.