მარტვილის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება
მარტვილის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ინტენსიურად ხორციელდება.
ამ წუთებში, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები და ადმინისტრაციული შენობები მუშავდება. სამუშაოებს შპს „ჰიგია“ ახორციელებს.
სადეზინფექციო სამუშაოები, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, საკრებულოში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში, ა(ა)იპ-ებში, ტრანსპორტში, სასპორტო და სახელოვნებო დაწესებულებებში დასრულებულია.