logo_geo
eng_logo
ლევან ვასაძე: სკოლებში საგნის „მე და საზოგადოება“ შეტანა არ დავუშვათ!
- +

29 თებერვალი. 2016. 15:43


ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ  პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საგანი „მე და საზოგადოება" არის სახიფათო და მიუღებელი.



არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ სკოლებში იმ საგნის შეტანა, რომლის სახელწოდებაა მე და საზოგადოება" და რომელსაც ასე ლობირებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.


თითქმის ერთი წელია, ამ ინიციატივას ვებრძვით, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, არავითარ კავშირში არ არის ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის განათლების პრიორიტეტებთან, არის შეკვეთილი და ინსპირირებული უცხოური არასამთავრობოების მიერ და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი შვილების განვითარებას. ჩვენი რეაქციის შედეგად, საგნის .. სტანდარტის რედაქციაში ჯერჯერობით ვეღარ ნახავთ ფორმულირებებს, რომელიც მის პირველ რედაქციაში იყო. იქ ეწერა, რომ ამ საგნის ფარგლებში ჩვენს შვილებს უნდა დაავალონ, ითამაშონ როლური თამაშები ყველა სახის უმცირესობისა და განაცდევინონ მათ ჩაგვრა. იმავე რედაქციაში ეწერა, რომ ბავშვებმა კლასში უნდა განიხილონ, რატომ ვერ უგებენ მათ ბოლომდე მშობლები და ოჯახის წევრები - ერთგვარი მოდერნიზებული პავლიკა მოროზოვის ინსტიტუტი. ამავე რედაქციაში ეწერა, რომ ბავშვმა მშობლებს უნდა ჩაუტაროს ინტერვიუ, თუ რატომ არ იცავენ ისინი ჯანსაღი ცხოვრების წესს და წარმოადგონონ ამ ინტერვიუს შედეგები კლასში. ამავე საგანში ეწერა და ახლაც წერია, რომ მესამე-მეოთხე კლასის ბავშვს უნდა ასწავლონ ბიუჯეტირების და მეურნეობის საფუძვლები, სამშობლოს სიყვარული, გეოგრაფია, ისტორია და სხვა.

 

სკოლებში წლიდან წლამდე ნამდვილი აკადემიურ განათლების შევიწროება ხდება, ხოლო ინერგება ისეთი ვაი-საგნები", როგორიცაა: სამოქალაქო განათლება, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება და ასე შემდეგ.


ამ საგნებისათვის საათები სასწავლო ბადეში ისეთი მნიშვნელოვანი საგნების ხარჯზე შემოდის, როგორიცაა მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, მუსიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სპორტი და სხვა. პრაქტიკულად მოშლილია დამრიგებლის ინსტიტუტი. წლების მანძილზე განათლების სამინისტროს ეგიდით და უცხოელი სპეციალისტების დაფინანსებით ხდება ნამდვილი აკადემიური საგნების მასწავლებლების გადამზადება ამ ფსევდოსაგნების სასწავლებლად, მათი სასტუმროებში და უცხოურ კონფერენციებზე გაუთავებელი ტარება და ამ ნიშნით მათი დაწინაურება. ამ დროს არანაირი ყურადღება არ ეთმობა აკადემიურ საგნებს", - განაცხადა ლევან ვასაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner