„ბრექსითის“ საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელმა მიშელ ბარნიემ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე თავად გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ის ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულია.
ბარნიე აღნიშნავს, რომ თავს კარგად გრძნობს და იზოლირებულია.
„გაცნობებთ, რომ COVID-19-ზე გავიარე ტესტირება და ინფიცირებული ვარ. კარგ განწყობაზე ვარ და თავსაც კარგად ვგრძნობ. ვიცავ ყველა რეკომენდაციას და ვარ იზოლირებული. ამას ერთად გადავლახავთ“, - წერს ბარნიე.
ცნობისთვის, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 200 ათასზე მეტია, გარდაცვლილია 8 ათასი. რაც შეეხება საქართველოს, 19 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული 40 შემთხვევაა გამოვლენილი.